ბაღდათის რაიონის სოფელ თერსათში აქციის მონაწილეები შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ , ამ პრობლემის მოგვარებას გამგეობისგან ისინი უკვე წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ისინი სხვა პრობლემების მოგვარებასთან ერთად წყლისა და გარე განათების პრობლემის მოწესრიგებას ითხოვენ.
რწმუნებულის თქმით, წელს გზის დაგება ვერ მოხერხდება, რადგან სოფლის პროგრამით გათვალისიწნებულია მხოლოდ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგდება.