ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში“: სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან დასრულდა. უნივერსიტეტის დატოვებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სტუდენტებთან ერთად კანონპროექტის შემუშავებაზე თვითონ იმუშავებს.

“შევთანხმდით რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რა სახითაც არის, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე კიდევ ერთელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, რომელზეც სხვადასხვა საუნივერსიტეტო საკითხს  სტუდენტებთამ ერთად განიხილავს.

“შემდეგი კვირის მეორე ნახევარში დავთქვით შემდეგი შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროშ გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე და ა.შ. ასევე, თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე და ყველა ასეთ მტკივნეულ საკითხე ჩვენ ერთად მოვილაპარაკებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

სტუდენტებთან მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პაპავასაც შეხვდა.

შეგახსენებთ, სტუდენტების მიერ ერთი თვის წინ შეწყვეტილი საპროტესტო აქციები გუშინ განახლდა.

იტვირთბა....