ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის წევრის ავტომობილი ააფეთქეს

სოხუმის ცენტრში ე.წ. პარლამენტის წევრის, ალმას ჯაპუას ავტომობილი აფეთქდა – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება.

გამომძიებლების განცხადებით, ავტომობილში დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ბომბი რამდენიმეწუთიანი დაგვიანებით მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც ე.წ. დეპუტატი მანქანიდან გადმოვიდა. აფეთქების შედეგად ალმას ჯაპუა არ დაშავებულა, მსუბუქი დაზიანებები მხოლოდ ორ გამვლელს აღენიშნება.

საქმე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული. დანაშაულს კი ჯაპუას საქმიანობას უკავშირებენ. რამდენადაც ცნობილია, ჯაპუამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....