„პრემიერმინისტრმა ამ დღეებში გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას, ანუ პრემიერმინისტრის თემა დაიხურა”- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრი რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს, რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას, ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა-გადადგომა მოხდებოდა ან პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ან პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით. პრემიერმინისტრმა ამ დღეებში გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას, ანუ პრემიერმინისტრის თემა დაიხურა. შესაბამისად დარჩა მხოლოდ პარტიის გადაწყვეტილება და დაველოდოთ პარტიის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.