ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დახურული შეხვედრა: გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში სტუდენტებს ხვდება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აუდიტორია 115-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვდება. მან მე-6 კორპუსში შესვლა ვერ შეძლო, რადგან შენობის კარი აჭედილია.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, გიორგი კვირიკაშვილი პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში დაცვის გარეშე შევიდა.  შეხვედრაზე არც ჟურნალისტები იმყოფებიან.

 

დახურილ კარს მიღმა შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სტუდენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი განათლების სისტემის რეფორმირებას, ოდეერების საკითხის შესწავლა და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

იტვირთბა....