aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დუბაიში გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს.  დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ცნობისთვის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ,  რომ გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.  ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იტვირთბა....