გვიან ღამით ეკვადორში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 7 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები სანაპირო ზონაში, ქალაქ მუისნესთან დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.
ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, თუმცა ოფიციალური პირის განცხადებით ცუნამის წარმოქმნის საფრთხე აღარ არსებობს.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 77 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. მიწისძვრის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სპეციალისტებმა უკვე 36 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ რყევები იმდენად ძლიერი იყო, რომ პერუშიც იგრძნობოდა.