ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გირჩის“ თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს

ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. „გირჩის“ პარტიის ყრილობა  ფილარმონიაში დღეს  გაიმართა, სადაც ჯაფარიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. პარტიის ყრილობაზე ზურაბ ჯაფარიძემ “გირჩის” ეკონომიკური პროგრამა წარადგინა.

დღესვე “გირჩის” ყრილობაზე დელეგატებმა რეგიონებიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭო, დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისია.

“გირჩის” პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჩოფიკაშვილი, იაგო ხვიჩია, მამუკა კუდავა, ვახტანგ ლოთიაშვილი, თეიმურაზ ციმციშვილი, ნინო დარახველიძე, მარიამ ხუნწარია, ეკატერინე კალანდაძე და ნათია კალაძე.

“გირჩი” აქტიური პოლიტიკური კამპანის დაწყებას ხვალიდან გეგმავს.

იტვირთბა....