არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

„სტარლინკის“ ინტერნეტი ირანში უფასო გახდა

„სტარლინკის“ ინტერნეტი ირანში უფასო გახდა. ინფორმაციას CNN ირანელ Starlink-ის მომხმარებელზე დაყრდნობით ავრცელებს. „სტარლინკის“ ინტერნეტის ირანისთვის უფასო მიწოდებას წინ უძღვოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ირანში Starlink-ზე წვდომა განიხილეს.

რამდენიმე დღეა ირანის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი და შეზღუდულია სატელეფონო კომუნიკაცია. უკვე მე-18 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას – 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

იტვირთბა....