კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები სატელეფონო მოსმენებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომის გასაღების სუს-ისთვის ჩამორთმევას და ახალი დამოუკიდებელი ორგანოსთვის ჩაბარებას მოითხოვენ.
ეს ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო კი, მესამე სექტორის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტმა უნდა შექმნას. სწორედ ეს სააგენტო იქნება პროცედურაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანო.
ინიციატორების ვარაუდით, მათი შეთავაზება უკანონო მოსმენების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული ორგასაღებიანი სისტემა არსებული რისკების გამო არაკონსტიტუციურად ცნო და ამ სისტემის გაუქმების თარიღად 2017 წლის მარტი დაასახელა.
ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები