აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“ჩვენ ან შეიარაღებული გზით გავათავისუფლებთ ტერიტორიებს, ან უკრაინული სამხედრო ძალები დატოვებენ ამ ტერიტორიებს და შეწყვეტენ ომს” – ვალადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან კრემლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ პირველი კომენტარი ინდურ მედიასთან გააკეთა.

„მარტივი ამოცანა არ არის, კონფლქტში ჩართული მარეები, კონსესნუსამდე მივიდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, იყო თუ არა პუნქტები, რომლებსაც რუსეთი არ დაეთანხმა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, „კი, ასეთი საკითხები იყო, ჩვენ ისინი განვიხილეთ“.

„ახლა იმის თქმა, კონკრეტულად რა არ გვაწყობს და რაზე შევძლებდით დათანხმებას, ჩემი აზრით, ნაადრევია, რადგან ამან შეიძლება, უბრალოდ დაარღვიოს სამუშაოს ის რეჟიმი, რომელსაც ვაშინგტონმა მიაგნო.

ყველაფერი ამასთან მიდის. ჩვენ ან შეიარაღებული გზით გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს, ან უკრაინული სამხედრო ძალები დატოვებენ ამ ტერიტორიებს და შეწყვეტენ იქ ომს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

იტვირთბა....