“მძიმე კაცი“, დავით კოვზირიძე, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს:
„ამ თემაზე აღარ ვაპირებდი რეაგირებას, მაგრამ ისეთი ხმები მომდის, მომიწევს:)
რამდენიმე დღის წინ მოხდა ის, რაც მგონი არცერთი რეჟიმის დროს არსად არ მომხდარა – გავრცელდა ფალსიფიცირებული პორნო-ვიდეო, რომელშიც თითქოსდა მეც ვარ – საქართველოს მოქალაქე და ჟურნალისტი. ეს კადრები რამდენიმე წამს გრძელდება და ისეა დამონტაჟებული, რომ ერთ-ერთი მონაწილე მაქსიმალურად დამემსგავსოს, ვიდეოს ადევს ჩემი გადაცემის ქუდი.
ვინც ეს მოიფიქრა და გააკეთა, იმათზე რამდენიმე ტკბილი სიტყვა ადრეც ვთქვი და აღარ გავმეორდები.
მე მოვითხოვ საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავრობისგან და სამართალდამცავი ორგანიზაციებისგან, სასწრაფოდ გამოიძიონ, ვინ შექმნა და გაავრცელა ეს ვიდეო 21-ე საუკუნეში ევროპულ ოჯახზე მეოცნებე ქვეყანაში. ასევე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს.
აქვე მინდა ამ ვიდეოს შემქმნელებზე ბინძურ „ადამიანებს“ შევეხო – მათ, ვინც დადის და ჭორაობს, თან ისე, რომ ვიდეო არც უნახავს, მათ შორის ჩემს ნაცნობებსაც, ასევე მათ, ვინც ფოტო-კოლაჟებს ქმნის, რაღაც ტექსტებს ადებს, ავრცელებს და ამაზე იცინის. სვავებს, რომლებიც დუჟმორეულები ელოდებიან, როდის დაუგდებენ სისხლიან ხორცს, რომ დაესიონ და დაჯიჯგნონ. მინდა მათ ვუთხრა – მალე ფაქტებით დაგიმტკიცებთ, რომ ეს ვიდეო ყალბია, ამ ფაქტებს დაგიყრით, დაესიეთ და გაძეხით კიდევ ერთხელ.
ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მე და ჩემს ოჯახს სწორედ თქვენ, ამ საზიზღრობის გამავრცელებლებმა მომაყენეთ, ამიტომ თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით:
შე***ით თქვენ, თქვენს დედებს, შვილებს, დედმამიშვილებს და ყველას, ვინც გიყვართ.“- წერს დავით კოვზირიძე.