პაატა ზაქარეიშვილი „მეტრონომთან“ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივის არსებობა უპირობოდ კარგია და ეს გარკვეულწილად ამერიკის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე მანიშნებს. მიუხედავად ამისა, თვლის რომ გეგმა საკმაოდ ხარვეზიანია და მის გარშემო არსებული კრიტიკა დამსახურებულია. „ამ გეგმის არსებობა ცუდს არაფერს გააკეთებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად გამოსადეგი იქნება კარგი საქმისთვის. ამაზე დაზუსტებით საუბარი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ შეიძლება“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
მისვე თქმით, დოკუმენტი ჯერ დახვეწის პროცესშია და შესაძლოა, მასში ბევრი რამ, შეიცვალოს, თუნდაც ევროპის ჩართულობით. „ა მგონია, ჯერჯერობით უკრაინა დათანხმდეს ამ გეგმას, რადგან დოკუმენტის საბოლოო ვერსია ბუნებაში არ არსებობს“. – თქვა პაატა ზაქრეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

