საგზაო სამუშაოების გამო, დღეს 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება, – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
ასევე მოძრაობა გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს აგებენ.
საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები 23.00 საათიდან 08.00 საათამდე 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.