სააპელაციო სასამართლომ ანატოლი გიგაურის 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა – გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.
მანამდე სხდომაზე სიტყვით ისარგებმა თავად მსჯავრდებულმა და თქვა, რომ არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს სისტემის დასამარცხებლად.
ბავშვი მეცოდება, ჩახუტება უნდა და ვერ მეხუტება… ვინც ჩემ ოჯახს ეს ტანჯვა მოუწყო, უნდა დაისაჯოს! – თქვა გიგაურმა
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

