ახალი ამბები მთავარი სამართალი

გელა ხასაია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.

პატიმრობაში დარჩა საქმეზე მეორე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილიც. 

წინასასამართლო სხდომაზე პირველად იყვნენ ერთად წარმოდგენილები გელა ხასაია და მეორე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილი.

პროკურორი მარიამ წულაია სხდომაზე განმარტავდა, რომ რაიმე ახალი გარემოება, რაც დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა.

ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განმარტებით, შეფარდებული პატიმრობა უნდა შეცვლილიყო.

ადვოკატის თქმით, ხასაიას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიმართ 5 000-ლარიანი გირაო უნდა გამოყენებულიყო.

იგივე პოზიცია დააყენა ვასილ ქერდიყოშვილის ადვოკატმაც.

იტვირთბა....