აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“საქართველოში ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ” – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხებად მიგვაჩნია“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....