აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მსოფლიო

რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა – საკონსულოს დახურვა საღ აზრს არ უკავშირდება-დიმიტრი პესკოვი 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა.

„ალბათ, ამ დეგრადაციის გამოვლინებაა, პოლონეთის ხელისუფლების სურვილი, ნულამდე შეამციროს საკონსულო ან დიპლომატიური ურთიერთობების ნებისმიერი შესაძლებლობა” – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პოლონეთის გადაწყვეტილება რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ არანაირად არ არის დაკავშირებული საღ აზრთან.

„აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საღ აზრთან“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.

იტვირთბა....