აქტუალური თემა ახალი ამბები სოციალური ქსელი

ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ხმის უფლება – ირაკლი კუპრაძე

“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე რეჟიმის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ. 

“ქართული ოცნება და ივანიშვილი მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს. ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან, ეს არის საარჩევნო ხმის უფლება, შესაძლებლობა, მიიღოს საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება. ემიგრანტების დამსახურებით ათწლეულების განმავლობაში ხდება გადარჩენა საქართველოს ეკონომიკის, მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების.

მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არცერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პირობებში, საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, სიაღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა.

ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება მაშინ, როცა სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში, მორიგი არჩევნები, წესით, უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე.

ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა. ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებების, პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, ამაზე ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ საერთო წინააღმდეგობის სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან” – თქვა ირაკლი კუპრაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

იტვირთბა....