პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება, მხარეები ერთმანეთის მიმართულებით დარტყმებს ახორციელებენ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ავღანელი თალიბები პაკისტანის პოსტებს ესხმიან თავს.
როგორც ცნობილია, “თალიბანმა“ პაკისტანის ორი სასაზღვრო პუნქტი დაიკავა, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ავღანეთში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ოპერაციებს 58 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების პასუხია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 30 პირი.

