ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატების ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ.

“პაატა ბურჭულაძეს უთხრეს, რომ აკრძალული აქვს მიმოწერა, პაემნები, სატელეფონო ზარი-ყველა ის უფლება, რაც აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს.

შეფასებას რაც შეეხება, ემსახურება ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას ადამიანისთვის, რომელიც ემზადებოდა შვილიშვილების სანახავად. ჩვენ დადგენილება ჯერ არ მიგვიღია წერილობით ფორმით, როდესაც მივიღებთ გასაჩივრების ყველა გზას მივმართავთ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა “ქართული ოცნების” გაგრძელებაა დიდი მოლოდინი არ გვაქვს რომ რაიმე შედეგს გამოიღებს“ – აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან“ “რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.

იტვირთბა....