ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გვქონდა” – ზელენსკი ტრამპზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან “ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული” სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ტრამპს ჰამას-ისრაელს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მიულოცა და მასთან უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხიც განიხილა.

“ტრამპს მისი წარმატება მივულოცე ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებაში, რომლის უზრუნველყოფაც მან შეძლო, რაც შესანიშნავი მიღწევაა. თუ ომის შეჩერება ერთ რეგიონში შეიძლება, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა ომების შეჩერებაცაა შესაძლებელი – მათ შორის, რუსეთის ომი.

ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც კონკრეტული შეთანხმებები, რათა უზრუნველვყოთ ამაზე მუშაობა.

რუსულ მხარეს რეალურ დიპლომატიაში ჩართვის მზადყოფნა უნდა არსებობდეს – ამის მიღწევა ძალითაა შესაძლებელი”, – დაწერა მან X-ზე.

იტვირთბა....