მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა” – თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავამ ისაუბრა ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ, რომ უვიზო მიმოსვლა არა მოსახლეობისთვის არამედ მხოლოდ ივანიშვილსა და მის გარემოცვას შეეხოს, ასევე დაუწესდეს მათ სანქციები.

„ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვის ევროპული დროშისთვის და ღირებულებებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა.

იცით, მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო, უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ. ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს, მხოლოდ ივანიშვილს შეეხოს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს, ცრუ მოწმეებს, ე.წ. მოსამართლეებს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერია და იმედი მაქვს, მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება.

არის დიდი ბრიტანეთი, რომელიც ვიცით, რომ აღარ არის ევროკავშირის წევრი. ეროვნულ დონეზე, ეროვნული პრეროგატივა გააჩნიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესების. გვინდა ვიხილოთ მეტი სანქცია, უფრო სწრაფად და უფრო მაღალ ეშელონებში. ამას დრო სჭირდება. გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთში”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

იტვირთბა....