ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.

ზვიად რატიანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. თავდაპირველად რატიანს ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა.

იტვირთბა....