ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა” – ირაკლი კობახიძე

ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი. 4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, რომელთაგან ორი ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები რაღაც თემებზე საუბრობენ.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას ის უსამართლობაც ემატება, რასაც ჩვენ ვხედავთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გააკრიტიკა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გავრცელებული განცხადება.

იტვირთბა....