“სინათლე არ უნდა ჩაქრეს” – 22 ონლაინ მედია საქართველოში ახალ კამპანიას იწყებს.
ამ კამპანიის ფარგლებში, დღეს ონლაინმედიების ვებგვერდები რამდენიმე საათით გაითიშა.
გათიშვის შემდეგ საერთო ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც მედიები მხარდაჭერას ითხოვენ.
“დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” – წერია კამპანიის ვებგვერდზე Sinatle.media-ზე.
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465

