საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები – დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო და მათ 4,6-4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დასკვნით სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
„ჩემი სათქმელო ის არის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ეს საქმე. მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სამართლიანი იქნება, თავს ვთვლი უდანაშაულოდ“, – განაცხადა დავით ლომიძემ.
„ანალოგიურად, მეც თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ“, – განაცხადა ზასოხაშვილმა.
შეგახსენებთ, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

