საბა სხვიტარიძეს ბრალი შეუცვალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიოთავისუფლება” სასამართლო დარბაზიდან ავრცელებს.
როგორც “რადიოთავისუფლება” წერს, – პროევროპულ აქციაზე დაკავებულს ბრალიდან სრულიად ამოვარდა პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი და მას ბრალი 353-ე მუხლიდან 120-ე მუხლით შეუცვალეს.
ცნობისთვის, 120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

