ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აღმაშფოთებელია დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა EU-ს წევრი გახდება” – ერთიანი ნეიტრალური საქართველო

საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა − ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას” –  ამის შესახებ მოძარობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აცხადებს.

მოძრაობა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი შეწყვიტონ. მათივე თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა ძლიერდება, ქვეყნას ევროკავშირში გაწევრიანება კი “გარდაუვალ განადგურებას უქადის”.

იტვირთბა....