ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი“ – რობინ დანიგანი

“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი“ – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბინ და­ნი­გა­ნმა „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელჩმა აღ­ნიშ­ნა, ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო მსგავ­სი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნით.

“სამი დღის შემ­დეგ – და ხაზს ვუს­ვამ, ჩვე­უ­ლებ­რივ ამა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვად თქვა ამის შე­სა­ხებ – „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის, პი­რა­დი წე­რი­ლი. ეს არ არის სა­ჯა­რო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, იყო მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და უკი­დუ­რე­სად ცუ­დად იყო მი­ღე­ბუ­ლი ვა­შინგტონ­ში. უკი­დუ­რე­სად ცუ­დად…. ამი­ტომ, დაგ­ვჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო პა­სუ­ხის მო­სა­ფიქ­რებ­ლად. ეს მარ­თა­ლია. ვფიქ­რობ, გარ­კვე­უ­ლი დრო დაგ­ვჭირ­და იმი­ტომ, რომ ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო ასე­თი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნით ერთი ქვეყ­ნის მიერ ჩემი ქვეყ­ნის­თვის“ -აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

იტვირთბა....