ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“USAID 1-ელი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას”- მარკო რუბიო

USAID 1-ელი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„საგარეო დახმარების პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება [აშშ-ის] ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ეს უზრუნველყოფს მეტ ანგარიშვალდებულებას, სტრატეგიასა და ეფექტურობას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის დიდი ხნის ერთგულება ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ გადასახადები შორეულ ქვეყნებში წარუმატებელი მთავრობების დასაფინანსებლად“.

იტვირთბა....