ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას – შიმშილობას“ – გედევან ფოფხაძე

„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.

ფოფხაძის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას წამოწყებულ აქციას.

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას – შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურევა, ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენ ვუღალატებთ ციხეში უკანონოდ მყოფ ადამიანებს და საზოგადოებასაც. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწორი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება”,- განაცხადა ფოფხაძემ.

იტვირთბა....