საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ანტონიო კოშტასთან საუბარი ჰქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე და რუსულ ჰიბრიდულ სტრატეგიაზე “ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით”.
მნიშვნელოვანი საუბარი [მქონდა] ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად, ასევე მნიშვნელობებზე შავი ზღვისა და კავკასიის ევროკავშირის სტრატეგიისთვის”, – წერს ზურაბიშვილი.

