ახალი ამბები მთავარი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის გადადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის პოსტის მიხედვით, ის უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მართავდა შეხვედრას, ორდესაც  შეუტანეს პრეზიდენტს იაცენიუკის გადადგომაზე განცხადება.

”ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს, კულისებს მიღმა გარიგებების და შეხვედრების ფონზე ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის მთავრობის მეთაური არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ იაცენიუკმა თავის გუშინდელ მიმართვაში განაცხადა.

იტვირთბა....