“აშშ-ს მიზანია ჩვენი საგარეო ეროვნული ინტერესი. ჩვენ ამას განვიხილავთ და ვიკითხავთ – არის ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? თუ არაა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსმა მთავრობამ საზღაური გადაიხადოს”- უპასუხა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვაზე, რომელიც ქართული ოცნების მთავრობაზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ეხებოდა.
“ეს ამჟამად განიხილება და ვეძებთ ვარიანტებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს ვერ გეტყვით, ზუსტად რას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილება.
და კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა გადავხედოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ლოკალურ ოფისებს, არის ის, რომ მივიღოთ მითითებები, რა იქნება ზომები, რომლებზეც ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება” – განაცხადა მარკო რუბიომ.
წყარო: რადიო თავისუფლება

