უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდება, რომელიც მანამდე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე იყო. ამის შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა ვადიმ დენისენკომ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.