უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.
“განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.
ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და ტყვეების გაცვლის მოახლოებულ პროცესს. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ დათანხმდებიან. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“ – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.