ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება არასერიოზულია.
“რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე – და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით – გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.
“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ – ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.