დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს, – ამის შესახებ ლატვიის ელჩმა საქართველოში, ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ამით ლატვია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ესტონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, პროცედურების გამო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მოხდება…
მინდა ვუთხრა ყველა ქართველს, რომ ერთად იმუშაონ, გაერთიანდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ნამდვილად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება საქართველოში და როგორც ვთქვი, დღეს ზეიმის დღეა, დღეს იმედის დღეა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნამდვილად შეიცვალა და ახლა ჩვენ ვართ ლატვია უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი,” – განაცხადა ლატვიის ელჩმა.