კარდინალებმა რომის პაპი კვლავ ვერ აირჩიეს, რადგან სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა.
პირველი კენჭისყრა გუშინ გაიმართა, თუმცა კარდინალები საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
მეორე კენჭისყრა დღეს გაიმართა, თუმცა კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
შემდეგი კენჭისყრა დაახლოებით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30) და 19:00 საათზე (21:00) უნდა ჩატარდეს.