ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ეს მნიშვნელოვანია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობას ორი ვადით აპირებს.

“მე რვაწლიანი პრეზიდენტი ვიქნები, ორი ვადით ვიქნები პრეზიდენტი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მას თხოვნით მიმართავს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ იფიქროს თანამდედობაზე დარჩენაზე, ამაზე ფიქრი ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა.

 

იტვირთბა....