ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ წასვლაა, ვფიქრობ, როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს” – პაპუაშვილი ღარიბაშვილზე

მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე ,თუ წასვლაა… ვფიქრობ, როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, ღარიბაშვილი, როგორც არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მას, მის ოჯახთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამ შემთხვევაში, როგორც არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში.
 თუ წასვლაა… ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა და რისი თქმაც სურდა, ყველაფერი თქვა. როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რიგით მეოთხე არჩევნები მოვიგეთ, ჯამში 9 არჩევნები. წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ასევე უსახელოდ დამარცხდება ოპოზიცია და სახელოვნად გაიმარჯვებს ქართული ოცნება კვლავ. ასე რომ, ვფიქრობ, სწორედ ის მომენტია, რომ თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დრო ახლაა,” – თქვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....