კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ერთმანეთს მოძრაობა ავტომაიდნის აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
მომტინგეები მთავრობასა და ძალოვანი უწყებებიდან კორუმპირებული და სეპარატისტი მაღალჩინოსნების გათვისუფლებას მოითხოვდნენ. აქტივისტებმა შენობის წინ საბურავები დაწვეს, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოყვა.
არეულობის დროს ერთი ფოტოგრაფი დაიჭრა. აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
rustavi2