ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....