ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნებისთვის პირველი კოალიციური გაერთიანების შექმნა დაანონსდა

საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი კოალიციური გაერთიანების შექმნა უკვე დაანონსდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ადასტურებს.

„ჩვენ გვინდა, რომ იდეოლოგიურ, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ფუნდამენტზე დაფუძნებული ძლიერი ერთობა შეიქმნას, რომელიც იქნება სერიოზული გავლენის მატარებელი ფაქტორი პოლიტიკაში, მომავალი 4 წლის განმავლობაში. მსგავსი იდეოლოგიის და საგარეო პოლიტიკური ვექტორის პარტიებთან ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა ეს პარტიები გვეგულება, როგორც არასაპარალამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაში,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსზე მსჯელობენ, თუმცა პარალელურად ერთმანეთში კონსულტაციებს შესაძლო კოალიციურ გაერთიანების თემაზე გადიან.

იტვირთბა....