ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების გამო დაკავებული 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების გამო დაკავებული 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ 3 პირს — ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო დაკავებულებიდან ხუთ მათგანს — გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იტვირთბა....