საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, ასევე მისი გამორთმევა ეკრძალება. გარდა ამისა, იზღუდება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები არის ე.წ. “კარუსელის”ლეგალიზება.
“საინტერესოა რას აკეთებს რეჟიმი საარჩევნო კუთხით – ცესკოში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აღიარებაა იმის, თუ რა ფორმით მიდიოდა (ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების), რომელიც იყო ის, რომ არ სთხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებას / დადასტურებას და დღეს, უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ “კარუსელის” ლეგალიზება.
ეს მაჩვენებელია იმის, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის – ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძულებული გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, რამდენად ემზადებიან.” – თქვა ზურაბიშვილმა.