სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თეა წულუკიანის განცხადების საფუძველზე აღიძრა.