ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ

დღეს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გაერთიანებული პროფკავშირების შენობასთან გამართეს, შემდეგ კი ბანკთან გადაინაცვლეს და სესხზე ნამატი პროცენტის ჩამოწერა მოითხოვეს.
მაღაროელები აცხადებენ, რომ პროფკავშირებიც მონაწილეები არიან იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება. მათი თქმით, გაერთიანება გულგრილია და მშრომელებს უფლებების დაცვაში სათანადოდ ვერ ეხმარება, თუმცა მთავრობასა და „ჯორჯიან მანგანეზთან“ სამმხრივ შეხვედრებში მონაწილეობს, როგორც მაღაროელების უფლებების დამცველი.
მაღაროელების საპასუხოდ პროფკავშირები აღნიშნავს, რომ ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით „ე.წ. „საინიციატივო ჯგუფი“ კვლავ აგრძელებს პროფკავშირების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებებს, ცილისმწამებლურ და დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას.“
აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც პროფკავშირების წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი პეტრიაშვილი, მაღაროელებთან სასაუბროდ მივიდნენ.

მაღაროელები უკვე 25 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის ტალღამ 24 მარტს თბილისში გადმოინაცვლა.

მაღარიელები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით.

მათი მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი ხელფასის 60%-იანი ანაზღაურებ

იტვირთბა....