სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „სომხეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირში შესვლის პროცესის დაწყების შესახებ“.
დოკუმენტს მხარი მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ 64 დეპუტატმა დაუჭირა.
ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, „პატივი მაქვს“, ხმა აღნიშნული კანონის წინააღმდეგ მისცა.